ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დაფუძნდა 2013 წელს და გააერთიანა რამდენიმე პროგრამა (ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია). სკოლის აკადემიური ფილოსოფია იმთავითვე დაეფუძნა მთავარ პრინციპს - პროფესიულ ცოდნასთან შერწმული ზოგადი განათლება.

აშშ წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული ლიბერალური განათლების კონცეფცია საშუალებას აძლევს სტუდენტს ვიწრო სპეციალობის პარალელურად, მიიღონ ფართო სპექტრის ცოდნა და გაზარდონ რეალიზების შესაძლებლობები.

სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი ინტელექტ...

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დაფუძნდა 2013 წელს და გააერთიანა რამდენიმე პროგრამა (ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია). სკოლის აკადემიური ფილოსოფია იმთავითვე დაეფუძნა მთავარ პრინციპს - პროფესიულ ცოდნასთან შერწმული ზოგადი განათლება.

აშშ წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული ლიბერალური განათლების კონცეფცია საშუალებას აძლევს სტუდენტს ვიწრო სპეციალობის პარალელურად, მიიღონ ფართო სპექტრის ცოდნა და გაზარდონ რეალიზების შესაძლებლობები.

სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლენა.GAU-ს მდიდარი ბიბლიოთეკა და კომფორტული, მეგობრული ატმოსფეროთი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური პროცესის ხარისხიან მართვას.

დეკანის მისალმება

რუსუდან ციციშვილი
ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი,
ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი

„მოგესალმებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სახელით!

ქვეყნის ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წამყვანი დარგები თავიანთ თავზე ორმაგ ფუნქციას იღებენ, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ ეროვნული მენტალიტეტის მქონე, პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნების ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, მყარ ნიადაგს ქმნიან მცოდნე, ერუდირებული, ლიდერის თვისებებით აღჭურვილი „მსოფლიო საზოგადოების'' ღირსეული წევრის ფორმირებისათვის.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა წარმოგიდგენთ ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის პროგრამებს, რომლებიც ძირითად სპეციალობაზე სრულყოფილი ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა გთავაზობთ 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი თუ დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციების განვითარებისა და „ხარისხიანი'' სწავლის ეფექტური სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

ჩვენი სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე ქართველი მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ, თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. თავად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და კომფორტული, მეგობრული ატმოსფეროთი დიდად უწყობს ხელს აკადემიური პროცესის ხარისხიან მართვას.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მრავალფეროვანი ჰუმანიტარული და სოციალური დისციპლინების გარდა სტუდენტს ეძლევა იმის შესაძლებლობაც, რომ მისთვის საინტერესო საფაკულტეტო საგნები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამი სხვა სკოლის (ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის) აპრობირებული დისციპლინებიდან აირჩიოს.

ზემოთ აღნიშნული კურსების გავლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დამატებით შესძენს კრიტიკულ-ლოგიკურ-აბსტრაქტული, სივრცული, შემოქმედებითი აზროვნებისა და კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში როგორც ჰუმანიტარული მიმართულების სხვადასხვა დარგების, ისე სოციალური თუ საბუნებისმეტყველო დარგებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულების (მენეჯმენტის, მარკეტინგის, პიარტექნოლოგიების) განხრითაც.

მკაცრი მოთხოვნისა და სწავლების პროცესის ხარისხიან მართვაზე დაფუძვნებული ობიექტური შეფასების  კრიტერიუმების გამოყენების საფუძველზე ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის პროგრამები ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში დასაქმებული, წამყვანი სპეციალისტების აღზრდას, რომლებიც თავიანთი ღრმა ცოდნით, ფართო განათლებითა და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ყველა ზოგადი და დარგობრივი პრაქტიკული ჩვევის მეშვეობით შეძლებენ  მრავალნაირი საქმის წამოწყებას,  დაკისრებული მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებას, საქმის სათანადოდ მართვასა და სასურველი შედეგის მიღებას.

ეს ყოველივე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კურსდამთავრებულებს მაღალკონკურენტიან ქართულ შრომით ბაზარზე ძალზე წარმატებული კარიერის მყარ საფუძველს შეუქმნის.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლაში სწავლა თითოეული სტუდენტისაგან მოითხოვს ორგანიზებულობას, თავდაუზოგავ შრომასა და განუხრელ სწრაფვას პროფესიონალიზმისაკენ.

გისურვებთ წარმატებას!“

ლექტორები

ეკატერინე კვირკველია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

თამარ არაბული

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

თამარ გვიანიშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

მაია ჯალიაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ნათელა ფარცხალაია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

თამარ ხატელიშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ხათუნა თავდგირიძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ცისანა ბოცვაძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ნესტან რატიანი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ნათია ნიშნიანიძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

რუსუდან ციციშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

თამარ ვაშაკიძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

თეა ბურჭულაძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა