თამარ ხატელიშვილი

ლექტორები თამარ ხატელიშვილი

თამარ ხატელიშვილი

tamarkhatelishvili@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

თამარ ხატელიშვილმა 1979 წელს  დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (სპეციალობა: ინგლისური ენა და ლიტერატურა), ხოლო 1978 წელს თსუ თბილისის სახ. უნივერსიტეტის საზ. პროფესიათა ფაკულტეტი (სპეციალობა: ხელოვნებათმცოდნე).

1979-2008  წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე ინგლისური ენის პედაგოგად. 2002 – 2011 წლებში მუშაობდა  უცხო ენების სწავლების ცენტრში (FLLC), მასწავლებელად.

 2005 წლიდან დღემდე არის  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგი (ფაკულტეტები: სამართლის სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობები, ლიბერალური განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერება).

 თამარ ხატელიშვილი თანამშრომლობს ბრიტანულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ESU(English Speaking Union), აქვს  სერტიფიკატი Methodology and Language Awareness  from Bell Language School, Saffron Walden, England, UK; ასევე ბრიტანეთის საკონსულოსა  საქართველოს ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAGG) სერტიფიკატი: Developing  Writing Skills; მის ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომი ლექსიკოლოგიაში: „ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფების შედარებისათვის ინგლისურსა და ქართულ ენებში“ აღინიშნა პირველი ხარისხის დიპლომით სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა