თამარ არაბული

ლექტორები თამარ არაბული

თამარ არაბული

tamararabuli@gau.edu.ge
მოწვეული ლექტორი

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი

თამარ არაბულმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა (1998 წ), წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი ანგლისტიკაში (2000 წ), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი ინგლისური ენის ფილოლოგიაში (2007 წ) და არის 10-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი,  რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო კრებულში.  თამარი ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს:  Excellence in Teaching, ინგლისური ენის სწავლებასა და ამერიკის კულტურული ღირებულებების საზოგადოებისთვის გაცნობაში წვლისის შეტანისთვის (ამერიკის საბჭო),  Looking Forward -  ყოველწლიურ მერვე მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობისთვის (ETAG),  Business English (Oxford House College, ლონდონი), CEELT- ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის დარგში (ბრიტანეთის საბჭო),  Certificate in Advanced English (ბრიტანეთის საბჭო) და ა. შ.

თამარ არაბული აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში 1999 წლიდან და მისი პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამთავრობო დაწესებულებებში, კერძოდ, ინგლისური ენის პედაგოგად სკოლა ფენიქსის ინგლისური ენის ცენტრში, კავკასიის აკადემიურ ცენტრში - CAC, ბრიტანეთის საელჩოში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ბრიტანეთის საბჭოში,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინგლისური ენის ტესტის (წერისა და საუბრის) მარკერ-შემფასებლად ეროვნული გამოცდების ცენტრში (NAEC) დაა  კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების (YL, KET, PET და ა. შ.)  საუბრის ნაწილის შემფასებელ-გამომცდელად.

თამარ არაბული მოღვაწეობდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისური კათედრის კოორდინატორად და სათავეში ედგა უცხო ენების კათედრის მუშაობას, რამაც დიდი გამოცდილება მისცა ადმინისტრაციის სფეროში. ამასთანავე, კითხულობდა ლექციებს სწავლების მეთოდიკისა და თეორიული გრამატიკის განხრით სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში და მიყავდა პრაქტიკული ინგლისურის კურსი ინგლისური ენის სწავლების რამდენიმე ცენტრში.    

თამარ არაბული არის ETAG-ისა (საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია) და EBG -ის (ინგლისური წიგნი საქართველოში) გუნდის  წევრი. იგი აქტიურად ესწრება კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებსა და კურსებს, და ეცნობა განათლების დარგში არსებულ სიახლეებს, ეფექტური სწავლების ახალ მიდგომებსა და ინოვაციურ იდეებს.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა