ნესტან რატიანი
ნესტან რატიანი
მოწვეული ლექტორი
ნესტან რატიანმა 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დუმილის ფენომენი ძველ ბეძნულ ლიტერატურაში - ჰომეროსიდან ისიხაზმამდე), ხოლო 2001 წელს სადოქტორო დოსერტაცია თემაზე „რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში - ჰომეროსიდან ევრიპიდემდე). კვლევითი და სასწავლო პროექტების ფარგლებში იმყოფებოდა ოქსფორდის ვოლფსონ კოლეჯში, კემბრიჯის კინგს კოლეჯში, ჯეიმს მედისონ კოლეჯში, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ნესტან რატიანი 1994 წლიდან 2007 წლამდე იყო ჯერ თსუ კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, ხოლო შემდგომ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის ფარგლებში. 2001 წლიდან 2006 წლამდე იყო შოთა რუსთაველის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, ხოლო 2007 წლიდან ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერი. 2008 წლიდან თანამშრომლობს თბილისის ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამასთან. არის ცოდნის თეორიის კოორდინატორი. გაიარა ტრენინგები ბარსელონასა და დუბაიში.
ნესტან რატიანი აქტიურად თანამშრომლობს AGILE-თან (ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს თავისუფალი მეცნიერებების პროგრამას. კითხულობს ლექციებს და კონსულტაციებს უწევს NED-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს „შენ დემოკრატიისთვის“ და „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს დისკუსიებს სხვადასხვა მწვავე თემაზე.
ნესტან რატიანი არის ორი მონოგრაფიის ავტორი, სხვადასხვა წიგნების თანაავტორი (მათ შორისაა სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კრებულები, თარგმანები და სხვ.). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (ანტისაბჭოური სიტყვიერება, ქართული ხალხური ფოლკლორული პროზის 22 ტომის შედგენა, მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციები). მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში (ჰარვარდი, ბრაუნი, ახალი ორლეანი, ნიუ იორკი, ლიდსი). არის ამერიკის შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის (ACLA), ცენტრალური ევროპის შემსწავლელი საზოგადოების (CESS) და ამერიკის ფოლკლორისტთა საზოგადოების წევრი (AFS).