სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის ათვისების შეფასება დეტალურად წარმოდგენილია პროგრამის განხორციელებისათვის განკუთვნილ თითოეულ სასწავლო კომპონენტში.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.
სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს მაქსიმალურ საბოლოო შეფასებას - 100 ქულას.
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება ხდება მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ტესტი, ქვიზი, სემინარი/პრეზენტაცია-დემონსტრირება, პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია, გრაფიკული ნაშრომი და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.
დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის მიხედვით:
პროგრამის სასწავლო კომპონენტის შეფასების სისტემა:
ხუთი სახის დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91ქულა და მეტი:
(B) ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81-90ქულა:
(C) კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71-80ქულა:
(D) დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61-70ქულა:
(E) საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51-60ქულა:
ორი სახის უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
(FX) - ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში.
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.* |
GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მომზადდეს სპეციალისტი, თანამედროვე მედია, ქსელური და მობაილ პროდუქციის წარმოების და პროექტების შექმნის, მედია ხელოვნების და რეკლამის დარგის მრავალფეროვან ვიზუალურ საკომუნიკაციო სფეროში, რომელსაც შეეძლება ვიდეო, გრაფიკული, აუდიო, სატელევიზიო, სარეკლამო, თვალსაჩინო-საგანმანათლებლო პროდუქციის, სხვადასხვა ბეჭდვითი და მედია ნაწარმის დიზაინისა და ილუსტრაციების შექმნა. ასევე, შეძლებს ფერის რეპროდუქციის, ფოტოგრაფიის, კომპიუტერული გრაფიკის და სხვა ვიზუალური მეთოდების ოსტატურად გამოყენებას დიზაინში, სურათების, სიტყვებისა და დეკორაციების კომბინირებას, საფირმო სტილის, ბანერის, პლაკატის, წიგნების, ჟურნალების, პოსტერების, რეკლამის დაპროექტებას, წარმოებას, მართვასა და გამოყენებას ნებისმიერ საკომუნიკაციო სფეროში, სხვადასხვა კომერციულ, საგამომცემლო, სარეკლამო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ინოვაციურ შემოქმედებით საქმიანობაში;
აქედან გამომდინარე, მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი:
ფლობს და განმარტავს მედიაპროდუქციის დაპროექტების ძირითად თეორიებსა და პრინციპებს;
აქვს მედია, ქსელური და მობაილ პროდუქციის წარმოებაში ვიზუალური მეთოდების დანიშნულების ფართო ცოდნა, აღწერს სარეკლამო გარემოს დიზაინის ძირითად მეთოდებს;
ფლობს კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის, დაპროექტების ორ და სამგანზომილებიან და აუდიო-ვიდეო სისტემებს, და ამავდროულად, სარეკლამო დიზაინში, მედია, ქსელური და მობაილ პროდუქციის შექმნასა და მართვის პროცესში ეფექტურად იყენებს ვიზუალურ მეთოდებს;
იყენებს არსებული ციფრული ტექნოლოგიების რესურსს გრაფიკულ, ტექსტურ, მულტიმედიურ მასალაზე მუშაობის მთელი პროცესის მანძილზე, მოიპოვებს და ამუშავებს ინფორმაციას, ახდენს მის სისტემატიზებას, სასურველი ფორმით მოდელირებას და დემონსტრირებას;
აყალიბებს მედიაპროდუქციის დაპროექტების მიზნებს და ახდენს მისი ამოცანების ფორმულირებას, სათანადო კონცეპტუალური მონაცემების შეგროვებას, ანალიზს, დამუშავებასა და პრეზენტაციას;
შეუძლია მედია პროექტების დაგეგმვა, შედგენა, განახლება, განმარტება, პრეზენტაცია, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სისტემების ზოგადი მენეჯმენტი და მარკეტინგი;
ქმნის მედია ხელოვნების და რეკლამის დარგში საკვალიფიკაციო ნაშრომს ან/და მონაწილეობს მედია, ქსელური, მობაილ პროდუქციის შექმნის ჯგუფურ პროექტში წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; ავლენს ზოგად, დარგობრივ-პროფესიულ, ტრანსფერულ უნარ-ჩვევებს და მათ ფარგლებში მოქმედების უნარს;
არგუმენტულად მსჯელობს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან საკუთარი იდეების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, ადვილად იზიარებს განსხვავებულ აზრს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
წარმართავს კომპლექსურ, არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას და იღებს ამასზე პასუხისმგებლობას. ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ეთიკის პრინციპების დაცვით.
გეგმავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, თავად განსაზღვრავს საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროებებს და ახორციელებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.
მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სრული კურსის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, როგორიცაა:
მედია, კომერციული, საგამომცემლო, სახელმწიფო, სარეკლამო, საგანმანათლებლო, საბანკო ან სხვა ორგანიზაციებში.
მას შეუძლია იმუშაოს შემდეგ პოზიციებზე: დაბალი და საშუალო დონის დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ციფრული ვიდეოს რედაქტორი, ციფრული გამოსახულების რედაქტორი, ანიმატორი, ილუსტრატორი, დამკაბადონებელი, დიზაინერ–მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი და სხვა.
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
GAU-ში მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,600 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*
|
1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება
აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).
TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:
2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.
3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|
მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას დაგეგმოს საკუთარი პროფილი. კვალიფიკაციის მისაღებად, მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც შეადგენს საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსების და კომპონენტების, არჩევითი სასწავლო კურსებისა და თავისუფალი კომპონენტის კრედიტების ჯამს:
დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო სასწავლო კურსებს. მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი - 8 სემესტრი.
წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
პრაქტიკული კომპონენტი - 9 კრედიტი და კვლევითი კომპონენტი - საკვალიფიკაციო პროექტი - 18 კრედიტი გათვალისწინებულია მე-8 სემესტრში, რომელთა შესრულებაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაგროვებული აქვს სავალდებულო კრედიტები (150).
პრაქტიკული კომპონენტის და კვლევითი კომპონენტის დეტალური აღწერა მოცემულია შესაბამის სილაბუსებში და თან ერთვის სასწავლო პროგრამას.
მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.
მედია ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.
GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.
მედია ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.