ცირა ბარბაქაძე
ცირა ბარბაქაძე
მოწვეული ლექტორი
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ა(ა)იპ რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, მწერალი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მოწვეული პროფესორი.
ცირა ბარბაქაძემ წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ - ასპირანტურა. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ფუნქციური სტილისტიკა (საკანონმდებლო სტილი); (გრიფით - ქართველური ენები). 2004 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭერმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა (გრიფი - ენათმეცნიერების თეორია და ისტორია).
ცირა ბარბაქაძე არის ახალი სამეცნიერო დარგის, სემიოტიკის, კვლევითი ცენტრის დამაარასებელი (დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) და დირექტორი, სემიოტიკის სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი (ჩატარებულია 10 კონფერენცია, მათ შორის, ბოლო ორი კონფერენცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეგიდით), სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი (დღემდე გამოცემულია 20 ნომერი);
ბლოგერი განათლების საკითხებზე (სტატიები იხილეთ აქ: http://bit.ly/2Gyo7l6
სხვადასხვა დროს:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი - 1989 – 2019 წელი;
- სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ილიაუნი) ზოგადი ენათმეცნიერებისა და რიტორიკის კათედრის გამგე;
- სულხან-საბა ორბელიანის (შემდგომში - ილიაუნი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი;
- ცირა ბარბაქაძის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებულია ენისა და მეტყველების ახალი შესაძლებლობების კვლევასთან, შემოქმედებით და ეფექტურ კომუნიკაციასთან, ენის ინჟინერიასთან, ნიშნური სისტემების კვლევასთან და სხვა.
ქართულ-ამერიკულ უნივერსოტეტში უძღვება საავტორო კურსებს: ლიტერატურის სემიოტიკა, ქოფირაითინგი, ტვიტერატურა;
სხვადასხვა დროს კითხულობდა შემდეგ კურსებს: ზოგადი ენათმეცნიერება, ენათმეცნიერების შესავალი, თანამედროვე ქართული ენა, სტილისტიკა, სემანტიკა, სემიოტიკა, რიტორიკა, მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ; შემოქმედებითი წერა, რა არის პოეზია და სხვა...
სამეცნიერო წიგნები:
- სემიოტიკური წარ(მო)დგენა (2017 წელი);
- სიყვარულის მეტაფორები (2017 წელი);
- სემიოტიკური წიგნიერება (2015 წელი, მასწავლებლის წიგნი, ავტორთა კოლექტ);
- იპოვე შენი მეტაფორა (2015 წელი);
- პოეზიის სემიოტიკა (2009 წელი);
- ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა (2003 წელი);
- ფუნქციური სტილისტიკა - (1996).
პოეტური კრებულები: „ტკივილიდან რწმენამდე“, „გამოაღეთ სარკმელი“ „დუმილის ა(მ)ბები“, „უცხოქალაქი“, „დღე-სასწაული“, „ყველაფერი (თ)ამაშია“.