მაია ჯალიაშვილი
მაია ჯალიაშვილი
ასოცირებული პროფესორი
მაია ჯალიაშვილმა წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ _ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1991 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი“ (გამოცემულია წიგნად), 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ქართული მოდერნისტული რომანი“ (გამოცემულია წიგნად).
მისი ხელმძღვანელობით ხუთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია.
მაია ჯალიაშვილი მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, არის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი არის, აგრეთვე, მასწავლებლის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის სწავლების ტრენერი, ეროვნული გამოცდების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიის წევრი, ჟურნ. „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის“ თანამშრომელი.
მაია ჯალიაშვილი მუშაობდა ლიტერატურისა და ხელოვნების ეროვნულ არქივში მეცნიერ-თანამშრომლად, ჟურნ. „ომეგაში“ რედაქტორად, სკოლა „ლოგოსში“ პედაგოგად, იყო საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი.
მაია ჯალიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი წერილი ლიტერატურისა და ლიტერატურის სწავლების სხვადასხვა საკითხზე. მისი ნაშრომები, წერილები სისტემატურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: „ძიებანი“, „სჯანი“, „კრიტიკა“, „Litinfo“, „სემიოტიკა“, „ჩვენი მწერლობა“, „ლიტერატურული გაზეთი“, „მნათობი“, „ცისკარი“ და სხვ. მაია ჯალიაშვილის ნაშრომების ბიბლიოგრაფია და წერილები შეგიძლიათ იხილოთ მისსავე ბლოგზე.
მაია ჯალიაშვილი არის სილქნეტის „საშინაო სკოლის“ პროექტის მონაწილე. მისი გაკვეთილები იხილეთ საშინაო სკოლის ვებგვერდზე.
მაია ჯალიაშვილს მიღებული აქვს შემდეგი პრემიები:
- 2016 - პრემის „საგურამო“- „კრიტიკის“ ნომინაცია
- 2013 - პირველი პრემია, ნომინაციაში საუკეთესო სტატია. გრ. კიკნაძის სახელობის კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
- 2012 - წლის საუკეთესო ტრენერი, მასწავლებლის სახლი.
- 2012 - მეორე პრემია, ლიტერატურული კონკურსი. „ლიტერატურული გაზეთი“, წერილისთვის „ზნეობის გარდამოხსნა“.
- 2000 - ალექსანდრე ორბელიანის სახელობის პრემია
მაია ჯალიაშვილი არის საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე, სხვადასხვა პროექტის მენეჯერი და შემსრულებელი.