ეკატერინე ჩიქოვანი

კურსდამთავრებული

ეკატერინე ჩიქოვანი

ეკატერინე ჩიქოვანი

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონი
კოორდინატორ-დამრიგებელი
კურსდამთავრებულები
2017

„ძალიან მინდოდა, მესწავლა ქართულ ფილოლოგიაზე ამიტომ გადავწყვიტე ყველა უნივერსიტეტის პროგრამას გავცნობოდი, დავდიოდი ღია კარის დღეებზე და ასე გავიცანი GAU. როდესაც თავად აპირებ მასწავლებლობას, ყველა შენი ლექტორი შენთვის მაგალითია. GAU-ში არიან პროფესორები, რომლებიც თითოეულ სიტყვას გრძნობენ, სჯერათ იმის, რასაც გასწავლიან და მთლიანად არიან ამით მოცულნი. სწორედ აქ მივხვდი, რომ უახლესი ქართული ლიტერატურის განხრით უნდა წავსულიყავი. ვცდილობდი, წამეკითხა იმაზე მეტი, ვიდრე სალექციო კურსში შედიოდა. საათობით ვარჩევდით წიგნებს და ბოლოს, როდესაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე, ჩემთვის არ იყო საკითხი, რომელიც არ მქონდა გავლილი - ამით ძალიან ვიამაყე. პირველი კურსიდან ვმუშაობ. სტაჟირება ჩემი პროფესიით და GAU-ს ლექტორების რეკომენდაციით სხვადასხვა ორგანიზაციაში გავიარე. მეოთხე კურსზე უკვე მზად ვიყავი, თამამად ვმდგარიყავი ბავშვების წინ და მეთქვა: „მე ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ!“

როცა მეკითხებიან, რატომ პირველ რიგში GAU-ს ფილოლოგია, ჩემი პასუხი ზუსტად ასეთია: GAU-მ მასწავლა, დამოუკიდებლად „სწავლა“, გამაცნო ლექტორები, რომლებმაც გამიკვალეს გზა წარმატებისკენ და მომცეს საშუალება, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეცადა.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა