ხარება GAU-ელებმა კათარზისში გაატარეს.
GAU-მ უკვე ტრადიციულად უმასპინძლა კათარზისის ბენეფიციარებს. სადილობისას GAU-ს მოხალისე სტუდენტები ხანდაზმულებს მოემსახურნენ. Gau SelfGov თვითმმართველობის წევრებმა კი კათარზისში მოცხოვრებ ქალბატონებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს - ხის ხელნაკეთი კვერცხები - რომლებიც შემოქედებით სივრცე „კანდიდუსში'' შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მათმა მეგობრებმა დაამზადეს.
GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას და პერმანენტულად ერთვება მსგავს აქტივობებში.