სიახლეები და ღონისძიებები

GAU ტრაპიზონის სამედიცინო ტურიზმის კვირეულზე!

GAU ტრაპიზონის სამედიცინო ტურიზმის კვირეულზე!

ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ერქუთ ჩელებისა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის ნიკოლოზ იაშვილის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ტრაპიზონში სამედიცინო ტურიზმის კვირეული ჩატარდა, სადაც მიწვეულები იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი, შორენა ტუკვაძე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორები:  რუსუდან კვანჭახაძე და ირაკლი ხმალაძე და თბილისის ჯან-დაცვის სფეროს სხავადსხვა მიმართულებების წარმომადგენლები.

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა, როგორც სამედიცინო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში, შორენა ტუკვაძე ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორს პროფესორ ალი თემიზს შეხვდა, სადაც განიხილეს ერთობლივი მემორანდუმისა და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა