სიახლეები და ღონისძიებები

ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსის მე-5 გამოშვება

ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსის მე-5 გამოშვება

ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე

3 თებერვალს (2025) ციფრული ფოტოგრაფიის ზამთრის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორი გოგა ჩანადირი ესწრებოდნენ.

GAU-ს ფოტო-სტუდიაში სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა ფოტოგრაფიის სრულ პროცესზე - ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებზე. შეისწავლეს ფოტო-სიუჟეტის გააზრება, მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო ფოტოების გადაღება, ექსპოზიციის მოწყობა, დიაფრაგმის შერჩევა და ფოტოების ციფრული დამუშავება.

კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებები:

„ჩემთვის ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო, რაც მომავალში დამეხმარება განვითარებაში. მადლობას ვუხდი გოგას ასეთი კარგი ლექციებისთვის.“

„გოგა ჩანადირის ლექციებმა, დამოკიდებულებამ ჯგუფის წევრებთან, ცოდნის დონემ, ჰუმანურობამ და ბევრმა სხვა ადამიანურმა ფაქტორმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კურსს რეკომენდაციას გავუწევ ყველგან და ყოველთვის.“


ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა