![](https://gau.edu.ge/index.php/storage/app/uploads/public/8f7/173/300/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ACT TO WIN!
ჩვენი ყოველი ნაბიჯი, კვლავ ქმედებას და ამ ქმედებით გამოწვეულ გამარჯვებას ეხება!
რადგან ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს მონდომებაზე, ჟინზე, ქმედებაზე, შრომასა და მოლოდინზე, რომელიც ყველანაირი შედეგის მიუხედავად გამარჯვების ტოლფასია!
გამარჯვების, რომელიც ჩვენი შთამაგონებელი და მამოძრავებელი ძალაა, რომ ყოველ ნაბიჯზე გვჯეროდეს ჩვენი ქმედების, გადაწყვეტილების, რომელიც, როგორც GAU-ში ვამბობთ, განსაზღვრავს და ცვლის ჩვენს და გარშემომყოფელების ცხოვრებას.
ამიტომ ყოველთვის და განსაკუთრებით წელსაც... მოქმედების დროა!
ქმედების და იმ გადაწყვეტილების, რომელმაც უნდა შეგცვალოს...
შეცვალოს შენი ცხოვრება და გაპოვნინოს პროფესია, რომელიც იქნება უამრავი გამარჯვებიდან ერთ-ერთი.
ჩვენ გვჯერა და გვინდა, შენც დაიჯერო, რომ თუ იმოქმედებ, აუცილებლად გაიმარჯვებ!
შემოგვიერთდი - ამჯერად ღია კარის კვირეულზე, რომ გაიგო კიდევ უფრო მეტი:
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე
- ჩვენს საბაკალავრო პროგრამებზე
- საერთაშორისო პროექტებზე
- გაცვლით პროგრამებზე
- დასაქმებაზე
- სტუდენტურ ცხოვრებაზე და ყველაფერ იმაზე, რაც ასე ძალიან გაინტერესებს.
ღია კარის კვირეულის ფარგლებში შენ ასევე შეძლებ დაესწრო სასურველი პროგრამის მოდელირებულ ლექციას და კიდევ უფრო გაამყარო შენი გადაწყვეტილება!
ღია კარის დღე - 19 თებერვალი, 16:00 საათი
მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10
მოდელირებული ლექციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე კვირაში დაიდება, ივენთის აღწერაში.
ნუ გადადებ, იმოქმედე და დარეგისტრირდი: https://forms.gle/3DJuS3ncLgPJimnS8