სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის კვირეული - ACT TO WIN!

ღია კარის კვირეული - ACT TO WIN!

ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025

აჩვენე კალენდარზე

იმოქმედე გამარჯვებისთვის, რადგან შენი ძალა შენს ქმედებაშია!

ვიცით, რომ ამ გზაზე ძალიან ღელავ, ბევრს ფიქრობ, ბევრს ეძიები, ბევრჯერ იბნევი, ბევრჯერ ეჭვი შეგაქვს შენს არჩევანში, გადაწყვეტილებაში...

ბევრჯერ სვამ შეკითხვას: გამომივა?

თუ იმოქმედებ, აუცილებლად გამოგივა, რადგან ნებისმიერი შენი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შენი ძალისხმევა და მონდომება ძიების გზაზე, გამარჯვების მომტანია! მთავარია გჯეროდეს შენი არჩევანის, რომელიც უბრალოდ შენია და ყველაფერი გამოგივა...

ძიების გზაზე ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ღია კარის კვირეულს, რომ შენ კიდევ უფრო თავდაჯერებულმა, კიდევ უფრო დარწმუნებულმა იცოდე - რატომ GAU!

ღია კარის კვირეულზე ვისაუბრებთ:

  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე
  • ჩვენს საბაკალავრო პროგრამებზე
  • საერთაშორისო პროექტებზე
  • გაცვლით პროგრამებზე
  • დასაქმებაზე
  • სტუდენტურ ცხოვრებაზე და ყველაფერ იმაზე, რაც ასე ძალიან გაინტერესებს.

ღია კარის კვირეულის ფარგლებში შენ ასევე შეძლებ დაესწრო სასურველი პროგრამის მოდელირებულ ლექციას და კიდევ უფრო გაამყარო შენი გადაწყვეტილება!

  • ღია კარის დღე - 25 მარტი, 16:00 საათი
  • მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10

მოდელირებული ლექციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე კვირაში განთავსდება.

ნუ გადადებ, იმოქმედე და დარეგისტრირდი: https://forms.gle/3DJuS3ncLgPJimnS8

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა