![](https://gau.edu.ge/index.php/storage/app/uploads/public/eef/1a5/4f0/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის იტალიაში, გაბრიელე დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში!
პარასკევი, 31 იანვარი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე იტალიაში, გაბრიელე დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 360 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა:
7 დღე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 6 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ:"Universita degli Studi “G. d’Annunzio” Chieti-Pescara, Italy, Administrative Staff".
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge