სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლისინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინჟინერიის პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 530 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

შესარჩევი პროცესი:

კანდიდატები შეირჩევნიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ბურგოსის უნივერსიტეტის სპეციალური კომისიების მიერ;

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის.

განაცხადის გაგზავნა:

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ბურგოსის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე

  • შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა;
  • სისტემა მოგანიჭებთ Username-ს;
  • შექმენით პაროლი;
  • შეიყვანეთ არსებული მონაცემები და შედით სისტემაში;
  • დააჭირეთ “Solicitud de intercambio de entrada”;
  • აირჩიეთ „Exchange program” Erasmus K171
  • დააჭირეთ “Add”;
  • შეიყვანეთ პირადი მონაცემები;
  • ატვირთეთ ყველა საჭირო ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი.
  • დააჭირეთ „Save”
  • დააჭირეთ „Print”

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ან ესპანურ ენებზე. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

•        2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 18 თებერვლამდე შეიყვანეთ მოცემული ინფორმაცია მითითებულ ლინკზე. 

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციას გზავნით მიმღები უნივერსიტეტის პლატფორმის საშუალებით და დახმარებისთვისა და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau,edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge დედლაინამდე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა