Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი კურსის I და II ნაკადების გამოშვება
ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
30 დეკემბერს (2025) Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი კურსის I და II ნაკადების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი და ლექტორი ვასილ სიმონიშვილი და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
კურსი განკუთვნილია მონაცემების რეპორტინგით, ანალიზით და ზოგადად მონაცემებთან მუშაობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
კურსი სასარგებლო და საინტერესოა როგორც მათთვის, ვინც პირველად იწყებს კარიერას მონაცემთა რეპორტინგის და ანალიზის სფეროში, ასევე მათთვის, ვისაც უკვე აქვს მონაცემებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს გააუმჯობესოს თავისი ცოდნა და უნარები.
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!