ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსის მე-7 გამოშვება
ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
27 დეკემბერს (2025) ციფრული ფოტოგრაფიის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორი გოგა ჩანადირი ესწრებოდნენ.
GAU-ს ფოტო-სტუდიაში სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა ფოტოგრაფიის სრულ პროცესზე - ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებზე. შეისწავლეს ფოტო-სიუჟეტის გააზრება, მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო ფოტოების გადაღება, ექსპოზიციის მოწყობა, დიაფრაგმის შერჩევა და ფოტოების ციფრული დამუშავება.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!