ბიალა პოდლასკა, პოლონეთი

ბიალა პოდლასკა, პოლონეთი

პარასკევი, 29 მარტი, 2024 - პარასკევი, 29 მარტი, 2024

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, პოლონეთის უნივერსიტეტში - Pope John Paul II State School Of Higher Education in Biała Podlaska! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურის, II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • ინგლისური ენის სერტიფიკაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება*.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 19 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „ბიალა პოდლასკა, სტუდენტი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge 


* ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გირჩევთ:
შეამოწმეთ მიმღები უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი. კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს და საჭირო გახდეს ხელახლა ხელმოწერა. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები:
  1. სტუდენტის პირადი მონაცემები
  2. გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია
  3. მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ექვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution)
  4. ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს.ასეთ შემთხვევაში შევსებული ხელშეკრულება უნდა დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა