სიახლეები და ღონისძიებები

GAU გორის 2019 წლის რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციაზე

GAU გორის 2019 წლის რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციაზე

შაბათი, 29 ივნისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით, 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს და წელიწადში ჩატარებულ 400-მდე ღონისძიებაში 35.000-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოში უკვე 10 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მათი ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა.

გორის რეგიონულმა შესარჩევმა კონფერენცია 2019-მა 2019 წლის 29 ივნისი - 1 ივლისის დროის პერიოდში საქართველოს ისტორიულ ქალაქ გორში დაახლოებით 10 ევროპული ქვეყნიდან 90 მონაწილეს უმასპინძლა. GAU ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი პირველი პარტნიორობა თელავის კონფერენციის ფარგლებში შედგა. 29 ივნისსს გახსნის ცერემონიაზე  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათთვის პრეზენტაცია გამართა თემაზე Business Communication in Digital Age.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ღონისძიება, რომელსაც GAU-მ დამატებითი კომპონენტი შესძინა და ახალგაზრდა პარლამენტარებს Giffer-ით სამახსოვრო მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.

რეგიონული შესარჩევი კონფერენცია 2019-ის მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდების მოტივირება და საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის, ტოლერანტობის და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა