GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე (PhD)
ორშაბათი, 01 ივლისი, 2019
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ცხადდება კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად:
მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:
- საფონდო ბაზრის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში - სავარაუდო ხელმძღვანელი პროფესორი თ. ტორონჯაძე
- ეფექტური ჰოსპიტლების მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება და დანერგვის პერსპექტივები - სავარაუდო ხელმძღვანელი პროფესორი თ. უზუნაშვილი
- საკრედიტო რისკის შეფასება “რეინფორსმენტის” ალგორითმების გამოყენებით - სავარაუდო ხელმძღვანელი პროფესორი თ. უზუნაშვილი
- აქციების პორტფელის შეფასება მანქანური სწავლების ალგორითმებით - სავარაუდო ხელმძღვანელი პროფესორი თ. უზუნაშვილი
- „ხარისხისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის ზეგავლენა ადამინური კაპიტალის ფორმირებაში“ - სავარაუდო ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი
- „ლიდერობის ძალის სიმბოლური ასპექტები ეფექტური სამუშაო გარემოს განვითარებაში“ - სავარაუდო ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი
- „მენეჯმენტის ფილოსოფია ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამებში - სავარაუდო ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი
- „ლიდერობის პოტენციალის სიმბოლური მექანიზმების რეალიზება მენეჯერულ საქმიანობაში“- სავარაუდო ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი
GAU- ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:
- მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
- ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
- ხედვა საკვლევ თემაზე;
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.
შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულ პირებს გასაუბრება ჩაუტარდებათ ბიზნესის სკოლის სადისერტაციო საბჭოში 11 სექტემბერს.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 8.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება გაგრძელდება 15 ივლისიდან 10 სექტემბერის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებას!