5 ივლისს (2019) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ახალგაზრდებისთვის ერთ დღიანი დასაქმების ფორუმი ჩაატარა.
ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან.
ფორუმის მიზანი ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა იყო. დასაქმების
ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს
იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური, ხოლო დამსაქმებლებს - მოიძიონ სასურველი ახალგაზრდა კაპიტალი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები.