სიახლეები და ღონისძიებები

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე GAU-ში

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე GAU-ში

პარასკევი, 02 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

1 დეკემბერს, მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ტრადიციულად უერთდება ცნობიერების ამაღლებისა და აივ ინფიცირებულთა მხარდაჭერის კამპანიას.  წელს, GAU-ში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, ჯეპრა • Gepra-ს და AHF Georgia -ს ვუმასპინძლეთ, რომელთაც დაინტერესებულ სტუდენტებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს აივი ინფექციის შესახებ. ლექციაზე ვისაუბრეთ, როგორც პრევენციის, ასევე ტესტირების აუცილებლობასა და მკურნალობის ფორმებზე. შეხვედრის ბოლოს კი, სტუდენტებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შიდსი განაჩენი არ არის. 


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა