სემიოტიკის მე‐12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი გიწვევთ სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენციაზე.
წლევანდელი კონფერენციის თემაა ციფრული ეპოქა და სემიოტიკა.
ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერებაც და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები; ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი. ციფრული პლანეტა, კიბერ-ქალაქი, ადამიანის ახალი, ციფრული იდენტობა, ნაპრალი რეალურსა და ვირტუალურს შორის, სოციალური ქსელების კომუნიკაცია, ახალი ნიშნები... ვიზუალური კომუნიკაციის აქტივაცია, ემოჯების ენა... ციფრული გლობალიზაცია, ციფრული ხელოვნება; მინიმალიზმი, როგორც სტილური ნიშანი, ციფრული მედია, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი - ეს და მრავალი სხვა საკითხი განიხილება კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართება 17 დეკემბერს, დღის 12 საათიდან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.