რა? სად? როდის?

შაბათი, 12 მაისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

12 მაისს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.

ტურნირზე წარმოდგენილი იყო GAU-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, ტურნირის ბოლოს გამოვლინდა ტოპ სამი გუნდი, რომელთაც გადაეცათ ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები და GAU-ს სერტიფიკატები. ჩვენ ვულოცავთ "ვიცი"-სა და "Night Owls"-ს ტოპ 3 გუნდში მოხვედრას.

გამარჯვებულ გუნდს - "314"-ს კი ამასთანავე, მიენიჭა საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მონაწილის საგზური. ჩვენ ვულოცავთ მათ GAU-ს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებას ვუსურვებთ უკვე გარესაუნივერსიტეტო ჩემპიონატში.

ასევე უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს:

Mix time Fitness მიქს თაიმ ფიტნესი
Swoop.ge
http://www.newpharma.ge/

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა