7 მარტს (2019) GAU-ს საჯარო ლექციების სტუმარი იყო ქართველი ფერმერი, აგრო-მეწარმე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე. აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ვიზიტისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, GAU პირველი უნივერსიტეტია, სადაც ნინომ სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი გამოცდილება, გზა პირველი წარუმატებელი წამოწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, წარმატებულ და დივერსიფიცირებულ აგრო-ბიზნესამდე საქართველოში.
ლექციის სათაური გახლდათ „იმოქმედე“ - სპიკერმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია წარმატებისკენ მიმავალი გზა, მთავარია იმოქმედო და გააკეთო მაქსიმალური იმისთვის, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს.
ღონისძიება ეხმიანება 8 მარტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობის ხაზგასმას და ზოგადად, ქალების წახალისებას, ისწრაფვოდნენ ახალი გამოწვევებისკენ და მათთვის სასურელი კარიერული გზისკენ.
აქტიურ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ შერილ სენდბერგის წიგნი "იმოქმედე".
ლექციის დასასრულს ტრადიციულად გაიმართა დისკუსია. დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სპიკერს სტუმრობისთვის და პირადი გამოცდილების გაზიარებისთვის.