სიახლეები და ღონისძიებები

საქართველო - აშშ მეგობრობის 27 წელი

საქართველო - აშშ მეგობრობის 27 წელი

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


2 მაისს (2019) GAU-მ უმასპინძლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი როს უილსონი ესწრებოდა.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. მას შემდეგ, წლიდან წლამდე ძლიერდება და ღრმავდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა. GAU-ში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

GAU-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილისა და ელჩი როსს უილსონის მისალმებასთან და GAU-ს სტუდენტების მიერ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებასთან ერთად, ღონისძიება ასევე მოიცავდა GAU-სა და აშშ-ის ერთობლივი პროექტების პრეზენტაციას, რომელთა შორისაა GAU-ში შექმნილი და პალიტრა ლ-ის მიერ გამოცემული უნიკალური კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“: კრებული ორენოვანია და თარგმანზე ამერიკელმა ქართველოლოგმა, ერიკ თეოფან ჰალვორსონმა იმუშავა.

ღონისძიებას ცოცხალი მუსიკით აფორმებდა GAU-ბენდი, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო  თემატურ თამაშებში და დაეგემოვნებინა ქართული და ამერიკული ტრადიციული კერძები.

ღონისძიება დასრულდა პერფორმანსით: GAU-ს IT ლაბორატორია „ჯეოლაბის“ ბინადარი რობოტის ცეკვითა და სტუდენტური ფლეშმობით.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა