სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, იოანე პავლე მეორის სახელმწიფო ბიალა პოდლასკას უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურის, II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს; ასევე, IT და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის, II, III, IV V და VI სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება
  • დეკანის რეკომენდაცია (ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის)

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 7 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ბიალა პოდლასკა, ფაკულტეტი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge


* ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გირჩევთ:
შეამოწმეთ მიმღები უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს აკადემიურ მენეჯერთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი. კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს და საჭირო გახდეს ხელახლა ხელმოწერა. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები:
  • სტუდენტის პირადი მონაცემები
  • გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია
  • მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ექვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution)
  • ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა