სიახლეები და ღონისძიებები

14 ნოემბერს GAU-ში ღია კარის დღე გაიმართება!

14 ნოემბერს GAU-ში ღია კარის დღე გაიმართება!

პარასკევი, 28 ოქტომბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

14 ნოემბერს, 4 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გიწვევს ღია კარის დღეზე! 


ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობები მრავალფეროვანია, მრავალფეროვნება კი შეუზღუდავი, რადგან თავად სამყაროა მრავალფეროვნება. ჩვენი მისია კი შენში ამ მრავალფეროვნების აღმოჩენა და მის რეალიზებაში დახმარებაა. 

თუ მზად ხარ გახდე ამ ყველაფრის ნაწილი და მიიღო ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • GAU-ს საბაკალავრო პროგრამები
  • პროგრამების ახალი საფასური და საგრანტო სისტემა
  • გაცვლითი პროგრამები
  • სტუდენტური ცხოვრება


მაშინ, მოდი, 14 ნოემბერს, 4 საათზე GAU-ს ღია კარის დღეზე და გაუმრავალფეროვანდი.


ჩვენი კამპუსი მდებარეობს თბილისში, მერაბ ალექსიძის #10-ში.

შეხვდი შენთვის საინტერესო მიმართულების დეკანს და მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებსა და სწავლის პროცესზე!

გაიგე მეტი არჩეული პროფესიისა და სასურველი საქმიანობის შესახებ.

იმისათვის რომ, დაესწროთ ღია კარის დღეს, გაიარეთ რეგისტრაცია.


მოდი და გაუმრავალფეროვანდი!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა