სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა რუმინეთში, დუნარეა დე ჟოს“ გალაცის უნივერსიტეტში

ცხადდება გაცვლითი პროგრამა რუმინეთში, დუნარეა დე ჟოს“ გალაცის უნივერსიტეტში

ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე რუმინეთში, დუნარეა დე ჟოს“ გალაცის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების, მედიცინის სკოლის, სამართლისა და სერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის და ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის  II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და ამავე პროგრამების მაგისტრატურის I და II სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 800 ევრო;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 275 ევრო;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • დეკანის რეკომენდაცია;
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).
  • გთხოვთ იხილოთ კურსების კატალოგი ოფიციალურ საიტზე.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება მიმღები უნივერსიტეტი).

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: გალაცის უნივერსიტეტი ბაკალავრი (ან მაგისტრი).

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge ; nini.palavandishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა