ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-3 ნაკადის გამოსაშვები
სამშაბათი, 12 მაისი, 2026
11 მაისი (2026) GAU-ში ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-3 ნაკადის პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე და კურსის ხელმძღვანელი თამარ რობაქიძე დაესწრნენ.
ადამიანური რესურსების სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა შეისწავლეს HR მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება - ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინიდან დაწყებული, რეკრუტინგის, შეფასებისა და განვითარების სისტემებით გაგრძელებული და კომპენსაციის, ორგანიზაციული კულტურის მართვით დამთავრებული. კურსმა მოიცვა როგორც პრაქტიკული უნარები (ფეიროლი, ადმინისტრაციული პროცედურები, დამსაქმებლის ბრენდინგი, ქოუჩინგი), ისე საქართველოს შრომითი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა და თანამედროვე HR ტექნოლოგიების გამოყენება.
GAU ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!