სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ის წარმომადგენლები Çukurova University Adana Vocational School-ს ესტუმრნენ

GAU-ის წარმომადგენლები Çukurova University Adana Vocational School-ს ესტუმრნენ

ორშაბათი, 11 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით Çukurova University Adana Vocational School-ს ესტუმრნენ.

აღნიშნული სასწავლებელი Çukurova University-ის ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯს წარმოადგენს, სადაც სწავლება სხვადასხვა ტექნიკური და პროფესიული მიმართულებით მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს პროფესიული განათლების, ტექნოლოგიური მიმართულებებისა და პრაქტიკული სწავლების განვითარების კუთხით.

შეხვედრას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა შესძინა ერთობლივმა აქტივობამ - უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფორთოხლის ხეების დარგვამ, რაც პარტნიორობისა და სამომავლო თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა