სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ადმინისტრაციულ პერსონალსა და სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 820 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching); Administrative Staff Member (Training)

შერჩეის კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის;

GAU- ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 31 იანვრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ხაენის უნივერსიტეტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა