სიახლეები და ღონისძიებები

კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის V ნაკადის გამოშვება

კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის V ნაკადის გამოშვება

ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

12 დეკემბერს (2024) კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის V ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ტატა ჭანტურია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობები: ფარმაცევტული პროდუქციის მომარაგების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების მართვა, ზედამხედველობა,  მატერიალური, სასაქონლო რესურსებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების  მართვა;

ასევე კონკურენტუნარიანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუცია,  დასაწყობება, იმპორტი, ექსპორტი, ხარისხის კონტროლი, ლოჯისტიკა.

GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა