გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024
აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიურ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 26 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge