გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025
აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, რუმინეთში, ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიური პერსონალი;
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
 
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
 - 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
 
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
 - სამოტივაციო წერილი;
 - ბიომეტრული პასპორტი;
 - პასპორტის ფოტო;
 - მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
 
Mobility agreement (teaching);
შერჩევის კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
 - დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
 
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 31 იანვრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge