სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის იტალიაში, რომის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის იტალიაში, რომის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

პარასკევი, 10 იანვარი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზეიტალიაში, რომის საერთაშორისო უნივერსიტეტში !

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 180 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (training); 

შერჩევის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 21 იანვრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ:

,,UNNIT’’ , ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა