From Cuts To Care: Cutting Through Errors

ორშაბათი, 06 იანვარი, 2025

აჩვენე კალენდარზე

21 დეკემბერს IHI Student Club-მა INAMS გუნდთან ერთად გამართა ღონისძიება 'From Cuts To Care: Cutting Through Errors'. ღონისძიების მთავარი საკითხი იყო თირკმელი და დიაგნოსტიკური შეცდომები ნეფროლოგიაში. 

ღონისძიების ფარგლებში განვიხილეთ თირკმლის ანატომია და ფიზიოლოგია, სტუდენტებმა გაკვეთეს  თირკმელი და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება. ასევე შევეხეთ პაციენტის უსაფრთხოების თემებს დიაგნოსტიკურ შეცდომებს ნეფროლოგიაში.

IHI Student Club  არის სამედიცინო სტუდენტთა საზოგადოება რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს პაციენტის უსაფრთხოების უნარების განვითარებას მომავალ ჯანდაცვის მუშაკებში. 

ჯანდაცვის განვითარების ინსტიტუტი (IHI) არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს გარშემო ჯანდაცვის განვითარებას. იგი დაარსდა 1991 წელს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა