პიარსკოლის შემოდგომის კურსზე 51-ე ნაკადმა სწავლა დაიწყო
სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2024
პიარსკოლაში შემოდგომის კურსზე 23 სექტემბერს 51-ე ნაკადმა სწავლა დაიწყო. 18-მა სტუდენტმა მიიღო გადაწყვეტილება განივითაროს საკომუნიკაციო უნარები და გაიღრმავოს ცოდნა პიარის სფეროში.
სამი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან 12 მიმართულებას:
• ეფექტური კომუნიკაციები
• მარკეტინგი
• მარკეტინგული კვლევა
• ბრენდინგი
• პიარი
• მედიამენეჯმენტი
• რეკლამა და მედიაგანთავსება
• ამბის თხრობის ხერხები
• სოციალური მედია
• ივენთმენეჯმენტი
• ვიზუალური კომუნიკაცია
• BTL
სტუდენტებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ახალ მეგობრებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვუსურვებთ!
დღეიდან ნებისმიერ მსურველს (18+) შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ზამთრის სეზონზე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://prschool.ge/