სიახლეები და ღონისძიებები

პიარსკოლის 51-ე ნაკადის გამოშვება

პიარსკოლის 51-ე ნაკადის გამოშვება

კვირა, 19 იანვარი, 2025

აჩვენე კალენდარზე

18 წელი, ასობით წარმატებული კურსდამთავრებული და უამრავი ახალი პროფესიონალი კომუნიკაციების სფეროში - ეს პიარსკოლის გზაა.

27 დეკემბერს (2024) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს და სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს.

დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და პიარსკოლის თანამდამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესოდ დაიწყო კურსი და ასევე ძალიან საინტერესო ლექციებით დასრულდა. პიარსკოლამ მომცა სწორი მიმართულება როგორ და სად უნდა განვავითარო ჩემი თავი.  მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა ყველა ლექტორისგან. ვფიქრობ, პიარსკოლის უპირატესობა შესანიშნავი გუნდი და ის ადამიანები არიან, ვინც აქ გავიცანი. ანა გელენავა, 51-ე ნაკადის კურსდამთავრებული.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა