დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის პროვაიდერის კურსი!
ორშაბათი, 04 დეკემბერი, 2023
GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრია საქართველოში აცხადებს მიღებას დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის პროვაიდერის კურსზე - Advanced Cardiac Life Support - ACLS.
მსმენელებს გადაეცემათ ელექტრონული წიგნი AHA 2020 ACLS Provider eBook - უახლესი, 2020 წელს განახლებული გაიდლაინის მიხედვით.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო სერტიფიკატებს - AHA 2020 ACLS Provider eCard.
კურსის საფასურია 400 ლარი (ერთ მსმენელზე, მოიცავს ელექტრონული წიგნისა და ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატის საფასურს)
ჩატარების თარიღი და დრო: 24-25 დეკემბერი, დასაწყისი - 10 საათი.
რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრს: +995591698188; gautrainingcenter@gau.edu.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/6R7d1r7