სიახლეები და ღონისძიებები

ამერიკელი მოსწავლეები GAU-ში!

ამერიკელი მოსწავლეები GAU-ში!

პარასკევი, 13 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა სტუმრად ამერიკელ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც American Councils-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდნენ.

ვიზიტის განმავლობაში სტუმრები დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტებს, ამერიკულ მოდელზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესსა და მულტიკულტურულ აკადემიურ სივრცეს. 

სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის პროგრამების მიმართ, შეხვდნენ პროფესორებსა და სტუდენტებს და უშუალოდ მათგან გაიგეს დეტალური მიმოხილვა სასწავლო პროცესების შესახებ.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა