
ვაქცინაციის განვითარება (ჯენერიდან COVID-19-მდე) - თამარ სულაძე
პარასკევი, 11 დეკემბერი, 2020
11 დეკემბერს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ინიციატივით გაიმართა ჩვენი მორიგი Live შეხვედრა, რომლის თემა იყო ვაქცინაციის განვითარება (ვაქცინები ჯენერიდან კოვიდამდე).
Live შეხვედრის სტუმარი იყო თამარ სულაძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და GAU-ს მედიცინის სკოლის ლექტორი.
შეხვედის განმავლობაში განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი:
- ვაქცინების წარმოშობა და განვითარება;
- იმუნიზაციის ფორმები;
- იმუნიზაციის გვერდითი მოვლენები;
- ვაქცინები, ვაქცინაცია, კლასიფიკაცია;
- მოთხოვნები ვაქცინების მიმართ;
- ანტივირუსული ვაქცინების შექმნის პრობლემა;
- SARS-CoV-2 ვაქცინის წარმატებული კანდიდატები.
შეხვედრას მოდერატორობას უწევენდნენ GAU-ს მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი და მოწვეული ლექტორი. შორენა ტუკვაძე და GAU-ს მარკეტინგის გუნდის წევრი ანანო ციცვიძე.