სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ნანკა დუმბაძე

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ნანკა დუმბაძე

ხუთშაბათი, 06 აგვისტო, 2020

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი, ნანკა დუმბაძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანეთში, კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში (University of Castilla-La Mancha).

1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)?

აღნიშნული გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე GAU-ში, ჩემი მეგობრებისგან. ძალიან დიდხანს მინდოდა ესპანეთში წასვლა, კულტურისა და ხალხის გაცნობა.

2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა, ღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტებისთვის?

პროცესი იყო ობიექტური. პირველი ეტაპი იყო ნიშნების ფურცლის, სამოტივაციო წერილისა და რეკომენდაციების შეგროვება, შემდგომ გასაუბრება და ინტერვიუს საფუძველზე კანდიდატების შერჩევა. პროცესი არ იყო რთული, ვინაიდან ნებისმიერი კითხვისა თუ პრობლემის არსებობისას ვგრძნობდი მხარდაჭერას.

3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ გაცვლითი პროგრამა ძალზე საჭიროა ნებისმიერი სტუდენტისთვის. ვინაიდან, მსგავსი პროგრამები შანსს აძლევს  სტუდენტებს აისრულონ ოცნებები, გაემგზავრონ სასურველ ქვეყანაში, მიიღონ განათლება, გაეცნონ უცხო კულტურასა და ტრადიციებს.

4. რამდენად განვითარდა თქვენი კარიეული წინსვლები, ცოდნა. გაგვიზიარეთ გამოცდილება.

საქართველოში დაბრუნებისას ვაანალიზებ, რომ ძალზე გავიზარდე, მივიღე არამარტო პროფესიული, არამედ ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება, რაც უდიდესი პრივილეგია აღმოჩნდა და ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა სასურველი პროფესიით.

5. რას ურჩევთ სტუდენტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?

შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა თავი იჩინონ, თუნდაც ადაპტაციისას, მაგრამ მთავარია დატკბეთ იქ ყოფნით და ბოლომდე გამოიყენოთ ეს შანსი. მიიღოთ მეტი გამოცდილება და ცოდნა.

6. ას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?

ნებისმიერი კითხვისა თუ პრობლემის არსებობისას მუდამ გამოთქვავდნენ მზაობას დახმარების აღმოჩენისთვის. ვგრძნობდი მხარდაჭერას ლექტორებისა და ჩემი კურსელებისაგან.

7. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მხრივ უნივერსიტეტში  და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?

თითქმის ყოველ კვირაში იმართება გასვლითი ექსკურსიები, რაც საშუალებას მაძლევდა მენახა ახალი ადგილები, გავცნობოდი მათ ისტორიას და დრო გამეტარებინა ჩემს მეგობრებთან ერთად.

8. ალბათ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩასული სტუდენტები გაიცანით,  რა მოგცათ ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ? ადვილად დაამყარეთ ურთიერთობები? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?

იქ იყვნენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად: ამერიკა, ინდოეთი, კოლუმბია, მექსიკა, გერმანია, იტალია, ყაზახეთი და სხვა. ძალზე კარგი ურთიერთობა დავამყარე მათთან და აუცილებლად გავაგრძლებეთ კონტაქტს მომავალშიც. დავპატიჟე ისინი ჩვენს ქვეყანაში და მოწვევაც მივიღე მათთან ვიზიტის.

9. იყო თუ არა ინტერესი საქართველოსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ სტუდენტების ან პროფესორების მხრიდან?

ხალხის რაღაც ნაწილმა არ იცოდა სად იყო საქართველო, ან ამერიკაში ეგონათ თუმცა, ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ბევრს ველაპარაკებოდი ჩვენი ქვეყნის უნიკალურობაზე. მეორე ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქვეყანა.

10. ეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რითიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება?

 დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება;
 ახალი მეგობრების შეძენის საშუალება;
 აქამდე უცნობი ტრადიციების, კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა;
 უცხო ენის დაუფლება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა