სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": თამარ სულაძე - ვაქცინაციის განვითარება (ჯენერიდან COVID-19-მდე)

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": თამარ სულაძე - ვაქცინაციის განვითარება (ჯენერიდან COVID-19-მდე)

პარასკევი, 11 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

11 დეკემბერს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომლის თემა იყო "ვაქცინაციის განვითარება (ვაქცინები ჯენერიდან კოვიდამდე)."

Live შეხვედრის სტუმარი იყო თამარ სულაძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და GAU-ს მედიცინის სკოლის ლექტორი.

შეხვედის განმავლობაში განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი:  

  • ვაქცინების წარმოშობა და განვითარება;
  • იმუნიზაციის ფორმები;  
  • იმუნიზაციის გვერდითი მოვლენები;
  • ვაქცინები, ვაქცინაცია, კლასიფიკაცია;  
  • მოთხოვნები ვაქცინების მიმართ;  
  • ანტივირუსული ვაქცინების შექმნის პრობლემა;  
  • SARS-CoV-2 ვაქცინის წარმატებული კანდიდატები.

შეხვედრას მოდერატორობას უწევენდნენ GAU-ს მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი და მოწვეული ლექტორი. შორენა ტუკვაძე და GAU-ს მარკეტინგის გუნდის წევრი ანანო ციცვიძე.

#WeAreGAU #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა