![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/f54/31a/0cc/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
GAU-სა და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში მონაცემთა მეცნიერების (Data Science) პირველი საბაზისო კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. პირველი და მეორე ნაკადების მონაწილეებმა თავიანთი ნაშრომები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების წარმომადგენლები, მათ შორის მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო პროგრამა შექმნილია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაღალკვალიფიციური პერსონალის თანამშრომლობით.
მონაცემთა მეცნიერების საბაზისო კურსი განახლდება ნოემბერში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.