18 ნოემბერს (2017) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით ჩატარდაღია ლექცია თემაზე: Drupal - ვებ წარმატება კოდირების გარეშე.
დღეს ვებ-წარმატების მისაღწევად უკვე არ არის აუცილებელი იყო მაღალკვალიფიციური პროგრამისტი, ფლობდე პროგრამირების ენას ან ენებს. ლექციაზე საუბარი იყო სისტემაზე, კერძოდ, Drupal -ზე (კონტენტის სამართავი ფრეიმვორკი). Drupal-ის დახმარებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი სირთულის ვებ-ამოცანის გადაჭრა, კოდირების გარეშე.
ლექციას უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი ინფორმატიკის განხრით, Drupal დეველოპმენტის მიმართულებით კილის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი, მიხეილ ქანთარია.