სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლაში, მალტა!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლაში, მალტა!

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლაში, მალტა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (training); 

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 1 დეკემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლა, ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა