სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვაკეთში, პავოლ იოზეფ შაფარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვაკეთში, პავოლ იოზეფ შაფარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 20 აპრილი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუსგაცვლით მობილობაზე სლოვაკეთში, პავოლ იოზეფ შაბარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ჰუმანიტარული მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა;

დაფინანსება მოიცავს:

  • 170 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ასლი;
  • ევროპასის ფორმატის CV;
  • კონკრეტულ აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

შერჩევის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 2026 წლის 8-12 ივნისის პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 აპრილის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კოსიჩე, აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა