ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, GAU-სა და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის (GYHA) ორგანიზებით, პირველი სტუდენტური ნეიროკონფერენცია გაიმართა. (14.12.25)
კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა წარმოადგინეს საინტერესო მეორადი მონაცემების კვლევები კლინიკური ნევროლოგიის შესახებ:
- ,,იშემიური ინსულტები არტერიული ტერიტორიის მიხედვით: შუა ცერებრული, წინა ცერებრული და ლენტიკულოსტრიატული არტერიების დაზიანება” - თორნიკე ჯანგირაშვილი (GAU×GYHA პრეზიდენტი)
- ,,ნეონატალური ლუმბოსაკრალური პათოლოგიები” - ნუცა ხალვაში & ნატალი ჯამრიშვილი
- ,,ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციების ვირუსული, პარაზიტული და სოკოვანი ეტიოლოგიები + კლინიკური მიკრობიოლოგიის მიმოხილვა” - ორქიდ ფართივი
- ,,გაფანტული სკლეროზი” - ნინი ქანთარია & თამარ უგრეხელიძე
- ,,ალცჰაიმერის დაავადება” - რიბალ თამერი & კრისტოფერ ვაკედი
ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.