17 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ღია კარის დღე გაიმართა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს GAU-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურმა, ფაკულტეტის დეკანებმა და წარმომადგენლება და სტუდენტურმა ომბუდსმენმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი იყო აბიტურიენტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე: პროგრამებზე, გრანტებზე, გავლით პროგრამებზე, დასაქმებაზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე, ომბუდსმენის სამსახურზე და ა.შ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა სპეციალური გათამაშება, რომლის ფარგლებშიც გათამაშდა GAU-ს 500 და 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.
პანდემიის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში დაცული იყო ყველა რეკომენდაცია.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს!
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის